ნატურალური კოსმეტიკა / უბტანები და მოვლა
სახის მცენარეული მასაჟის ტომარი
20 ₾
მარაგშიასაიდანაა ეს პროდუქტი
მწარმოებელი:Arsi Mitsa →
ეს ნაზი, მცენარეული კომპრესი, რომელიც შედგება გამხმარი ვარდისა და თეთრი აკაციის ფურცლებისგან, გამდიდრებული სამყურას ფოთლებითა და ყვავილებით, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ღრმად ატენიანებს და დეტოქსიკაციას უკეთებს კანს.
გამოყენების წესი: მასაჟის ტომარა მოათავსეთ თბილ წყალში 3-5 წუთით, შემდეგ გააჩერეთ ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში ან მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით საშუალო სიმძლავრეზე. შიდა მხარეს შეამოწმეთ, ხომ არ არის ძალიან ცხელი და ნაზად გადაუსვით სახეზე; პრობლემურ ადგილებზე დააჭირეთ რამდენიმე წამით. გამოყენების შემდეგ შეინახეთ მაცივარში, ბურთის გამოყენება შესაძლებელია 3-5-ჯერ.
ტომარა დამზადებულია 100% ნატურალური ბამბისგან.
შეფუთვაში არის 2 მასაჟის ბურთი.






