
Gingers
თბილისი, თბილისი
ჩვენი პატარა გემრიელი კომპანია ორი წითური ძაღლის — ბასენჯი მიშელისა და შიბა-ინუ მეიკის სახელს ატარებს. ეს ორი წითური გოგონა ერთმანეთს სამი წლის წინ ქუჩაში გაეცნო და მას შემდეგ განუყრელი მეგობრებია. მათმა მეგობრობამ ჩვენც, მათი პატრონები, ძალიან დაგვაახლოვა — თითქმის ოჯახივით გავხდით. ამ სამი წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტი წამოვიწყეთ: ვამზადებდით ყუთებს სათამაშოებით ძაღლებისთვის, ნაკრებებს ლეკვებისთვის და სანუგბაროებს. მიშელს საქართველოში ძალიან მოენატრა საყვარელი სანუგბაროები და გადავწყვიტეთ, ისინი თბილისში თავად დაგვემზადებინა. ორი კვირის წინ კი მეიკი სტუმრად გვეწვია და, როგორც ნამდვილმა მეგობარმა, დეგუსტაცია ჩაატარა. Gingers ჩვენი საყვარელი ძაღლებისადმი მადლიერებაა იმისთვის, რომ შთაგონებას გვაძლევენ!






